გია ვოლსკი: ადამიანის უფლებების დარღვევა არის ის მახასიათებელი, რომელიც ოკუპაციას აქვს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევა არის ის მახასიათებელი, რომელიც ოკუპაციას აქვს.
“ეს არის ოკუპაცია, რომელსაც ასეთი ბოროტი სახე აქვს. არა მხოლოდ ადამიანების გატაცება, არამედ ადამიანები ოსები თუ ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ადამიანის უფლებების დარღვევა არის ის მახასიათებელი, რომელიც ოკუპაციას გააჩნია”,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.