ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები არც თავის მხარდამჭერებს სცემენ პატივს და არც – ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

“ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ეს დაფიქსირებულია ცესკო-ს შედეგებით, პარალელური დათვლებითა თუ ეგზიტპოლებით. ერთსა და იმავე წრეზე სიარული ამ ოპოზიციურ ჯგუფებს განვითარებას არ მოუტანს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პატივს არ სცემენ არც თავიანთ მხარდამჭერებს და არც დასავლელ პარტნიორებს.

„საზოგადოება მუდმივად ხედავს ოპოზიციურ ჯგუფებს და დარწმუნებულები არიან, რა ოდენობის მხარდაჭერა აქვს თითოეულ პარტიას. ამ პარტიებს არ აქვთ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ეს დაფიქსირებულია ცესკო-ს შედეგებით, პარალელური დათვლებითა თუ ეგზიტპოლებით. ერთსა და იმავე წრეზე სიარული ამ ოპოზიციურ ჯგუფებს განვითარებას არ მოუტანს. ჩვენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის მზად ვართ. დემოკრატიის ხელშეწყობა უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ მოლაპარაკებებში იმ ჯგუფებთან, რომლებიც ჩვენთვის პოლიტიკურად და მათი დღის წესრიგით მისაღები არ არის. თუმცა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა. ჩვენ ამით პატივს ვცემთ, მათ შორის ამ ჯგუფების ამომრჩევლებს. ეს პოლიტიკური ჯგუფები პატივს არ სცემენ არც თავის მხარდამჭერებს, არც კონკურენტულ პარტიას და არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს სამწუხაროა. თუ ისინი გააგრძელებენ დემოკრატიის დინების საწინააღმდეგოდ სვლას და არ დადგებიან იმ მოწოდების სიმაღლეზე, რასაც ჰქვია შეეგუონ და აღიარონ ის მარცხი, რაც მათ განიცადეს და საპარლამენტო ცხოვრებისთვის მუშაობა განაგრძონ. მოემზადონ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იხილოს პოლიტიკური პაექრობა და დებატები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები