ფიქრია ჩიხრაძე: ბატონ კოქსთან მიმართებით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები
“ბატონ კოქსთან მიმართებით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები , – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრი ჩიხრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო საერთაშორისო ურთიერთობებში უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს, მაგრამ ყველგან არის თითოეული გამონაკლისი, სადაც ეს მაღალი სტანდარტები შესაძლოა, შენარჩუნებული არ იყოს.
„საერთოდ არ ვთვლი, რომ ყოველდღე მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები უნდა შევაფასო, მაგრამ ბატონ კოქსთან მიმართებით ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ბატონ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ცნობილია რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობებით და მაღალი ღირებულებებით არ გამოირჩეოდა.
ევროპელობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქმე უცდომელობასთან გვაქვს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი, ევროკავშირი თუ ევროსაბჭო საერთაშორისო ურთიერთობებში უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს, მაგრამ ყველგან არის თითოეული გამონაკლისი, სადაც ეს მაღალი სტანდარტები შესაძლოა, შენარჩუნებული არ იყოს და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბატონ მიხეილის შეფასებას ვეთანხმები. ჩვენ ევროპელებთან და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სწორედ დემოკრატიის და სახელმწიფოს წინსვლის საკითხებში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანლობდა, ეფესბე-ს აგენტი უწოდა.