ეკატერინე ტიკარაძე: დღეის მდგომარეობით, მობილიზებული გვაქვს 1040 სასუნთქი აპარატი – მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების დონეზე გავაუმჯობესოთ პაციენტების მართვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების დონეზე ქვეყანაში პაციენტების მართვა გაუმჯობესდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 1040 სასუნთქი აპარატია მობილიზებული.

“დღეის მდგომარეობით, მობილიზებული გვაქვს 1040 სასუნთქი აპარატი და 3400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. იმ პაციენტების მოცულობით, რომლებიც ჩვენ დღეს გვყავს, ამ კუთხით კოლაფსი არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების დონეზე გავაუმჯობესოთ პაციენტების მართვა”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები