“ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს – არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი პოლიციელებისთვის ქვების სროლა და არც ის, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს”

“ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გვქონდეს, შეიძლება – სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენდეთ, მაგრამ მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ – ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ცესკო-სთან გუშინ გვიან განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი პოლიციელებისთვის ქვების სროლა და არც ის, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს.

“ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გვქონდეს, შეიძლება  – სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენდეთ, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ – ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო. არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, თუ როგორ ესვრიან პოლიციელებს მომიტინგეები ქვებს, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ცესკოს-ს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები