თემურ ჭყონია: ის, რომ ლარის ვარდნა ცალსახად ოპოზიციის ბრალია, მიზეზის ძებნა უფროა, ვიდრე გამოსავალზე ზრუნვა
“საზოგადოებაში არის ნეგატიური განწყობები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს უნდა სწორი ახსნა და სწორი გაგება”, – ამის შესახებ თემურ ჭყონიამ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის ნეგატიური განწყობები, რადგან, სამწუხაროდ, შემოსავალი იგივე რჩება, რაც აქვთ, ხოლო გასავალი იმატებს, ამიტომ, გასაგებია მოსახლეობაში ნეგატიური განწყობები. ასევე, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნას დროებით, ეს ბუნებრივია. ყველაფერს უნდა სწორი ახსნა და სწორი გაგება“, – განაცხადა ჭყონიამ.
მისი თქმით, ლარის ვარდნაზე მოქმედებს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, თუმცა, ცალსახად ოპოზიციაზე დაბრალება არასწორია.
„დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია და პანდემია, რა თქმა უნდა, მოქმედებს ეკონომიკაზე, მაგრამ ცალსახად ამის რაიმეზე ან ვინმეზე დაბრალება გამოსავალი არ არის.
პირადად ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა გამოსავალი იქნება კონკრეტული სიტუაციიდან. გამოსავალი უნდა ვეძებოთ, რომ ლარის კურსის ვარდნა, მინიმუმ, შევაჩეროთ, რათა ადამიანს დაებადოს განწყობა, რომ მისი მომავალი იქნება სტაბილური, მაგრამ იმაზე გადაბრალება, რომ აღნიშნული პროცესი ცალსახად ოპოზიციის ბრალია – მიზეზის ძებნა უფროა, ვიდრე – გამოსავალზე ზრუნვა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.