ირაკლი გოგავა: შემდეგ არჩევნებზე, სადაც მხოლოდ პარტიული არჩევნები დაგეგმეთ, კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა, დიდი ალბათობით

“პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ! ცესკო-ს დაწერილ პროცენტზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შემდეგ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა.

“პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ! ცესკო-ს დაწერილ პროცენტზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. ცესკო-მ რაც დაგიწერათ, აი, ის პროცენტები უნდა გაყოთ 1,9-ზე და ნახავთ ხალხში თქვენს რეალურ მხარდაჭერას. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩევლის მხოლოდ 56% მოვიდა არჩევნებზე, დანარჩენმა არ ჩათვალა საჭიროდ პარტიების გულისთვის თავის შეწუხება. მოსულთაგან ბევრი მაჟორიტარობის კანდიდატების, ანუ პიროვნებების ხათრით მოვიდა. შემდეგ არჩევნებზე, სადაც მხოლოდ პარტიული არჩევნები დაგეგმეთ, კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა, დიდი ალბათობით”, – წერს გოგავა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები