ყარაბაღისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყების ხელმძღვანლებს“ შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყების“ ინფორმაციით, 5 ოქტომბერს „ყარაბაღის რესპუბლიკისა“ და „სამხერთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს“ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„დიმიტრი მედოევმა და მასის მაილიანმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. მაილიანმა მედოევს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის ჯარები მთელს ფრონტზე მედგარ წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს“, – აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყებაში“.