ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტური გაიმართება

“აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება”,- ამის შესახებ განაცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აქტივობამ 69% შეადგინა, კენჭისყრაში თითქმის 99 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მათივე ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ადგურ არძინბა, რომელმაც 36,92% დააგროვა (36476 ადამიანი) და ბადრა გუნბა, რომელმაც ხმების 46,38% მიიღო (45805 ადამიანი).

ე.წ. არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები