ნაკადულის ქუჩის N2 კორპუსის მიმდებარედ სკვერი რეაბილიტირდა

სამგორის რაიონის გამგეობა სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. მსგავსი პროექტები განხორციელდა ნაკადულის ქუჩის N2 კორპუსის მიმდებარედ, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N25ა კორპუსსა  და N31 კორპუსთან. შესრულებული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

სკვერი ნაკადულის ქ.N2 კორპუსის მიმდებარედ რეაბილიტირდა, სადაც საბაღე სკამები და ურნები განთავსდა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და გარე განათების სისტემა მოეწყო.

სამუშაოები განხორციელდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონშიც; N25ა კორპუსის მიმდებარედ სკვერთან ჩასასვლელი კიბე მოეწყო; ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში – N31 კორპუსის მიმდებარედ. სკამები და ურნები განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები.

პროექტების შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 500 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონის გამგეობამ 11 ახალი სკვერი და 12 დასასვენებელი სივრცე მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები