გურამ მაჭარაშვილი: გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხანდახან ერთი ერთში იმეორებენ იმ ნარატივს, რაც აქვთ „ნაცმოძრაობას“ და მის პატრონებს უცხოეთში

“ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარტია “საქართველოსთვის” მიერ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება შეაფასა.

„ფრაქცია რომ ინტერპელაციის წესით იბარებს მინისტრს, ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხანდახან ერთი ერთში იმეორებენ იმ ნარატივს, რაც აქვთ „ნაცმოძრაობას“ და მის პატრონებს უცხოეთში. თავდაპირველი კითხვა, რომ საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითის“ და მათი აქაური წარმომადგენლების ნარატივი. ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე თვით ადრე თავად ჰერჩინსკიმ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა არანაირი საფუძველი არ დაუსახელებია. რამდენიმე კვირაში თქვა რეზოლუციებით“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ინტერპელაციის წესით დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები