რუსული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის შეჩერებული სანქციები აღდგა, -ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემამ აღნიშნა, რომ სანქციები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთისთვის მათგან გათავისუფლების ვადის გაგრძელება ვერ შეძლო.
შეღავათი, რომელიც გარკვეულ კომპანიებსა და ქვეყნებს რუსულ ნავთობთან შეზღუდული ოპერაციების საშუალებას აძლევდა, ვადის გასვლის შემდეგ არ განახლებულა.
შედეგად, ძალაში დაბრუნდა აშშ-ის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შემოსავლების შემცირებას.
სანქციები განსაკუთრებით შეეხება იმ ოპერაციებს, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვას უკავშირდება.