“წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, დაგეგმილია ათზე მეტი შეხვედრა როგორც ევროპის, ასევე – აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
“ამ პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების, ასევე ამ ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო პარტნიორობის განსავითარებლად, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ჩვენი გზავნილები იქნება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე. მას ექნება გამოსვლა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი ვიზიტი და საინტერესო დისკუსიები გვექნება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.