ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული

“მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

„საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს – როგორც იტყვიან. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომელიც სწორედ დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ „ნაციონალურ მოძრაობას“ დადებითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ასეთი იყო ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი. მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები