ბუბუსია თვალავაძე – თბილისის „შავი ბრილიანტი“

თბილისი, ყველას რომ ყოველთვის იზიდავდა, მხოლოდ ქუჩებითა და ღირსშესანიშნავი ძეგლებით კიარ იყო მდიდარი და უნიკალური, არამედ, პირველყოვლისა, იმ ადამიანებით, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბევრი მიმართულებით ჰქონდა ჩვენს ქალაქს სახელი განთქმული, თუმცა თბილისს იმითაც იცნობდნენ, რომ აქ ძალიან, ძალიან ლამაზი ქალები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი ნინო (ბუბუსია) თვალავაძე იყო, რომელიც მეოცე საუკუნის უდიდესი მომღერლის, დავით გამრეკელის მეუღლე გახლდათ.

ბუბუსია თვალავაძეზე უამრავი ბიჭი იყო შეყვარებული. როგორც მწერალი გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში „შავ ბრილიანტს“ ეძახდნენ.

„ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას „შავ ბრილიანტს“ ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო“ – იხსენებდა გიზო ნიშნიანიძე.

გარდა გარეგნობისა, ბუბუსია თვალავაძე უმაღლესი მუსიკალური განათლებით გამოირჩეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები