ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად, მეტი რისკი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე გადადის, ამიტომ, ამ ჯგუფის კვლევები გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად, მეტი რისკი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე გადადის, ამიტომ, ამ ჯგუფის კვლევები გაფართოვდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემ კოლეგებსა და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც კოვიდინფიცირების​ მომატებული რისკი არიან. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და, ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები