სოფელ ფონიჭალაში, სოხუმის ქუჩაზე რეკრეაციულ სივრცეს აწყობენ

კრწანისის რაიონში 6 ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. მათგან ერთი სოფელ ფონიჭალაში, სოხუმის ქუჩაზე მდებარეობს.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი მოეწყობა. ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრება. სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, ასევე, დეკორატიული ფილები დაიგება. ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი დაიდგმება.

სკვერის მიმდებარედ სტადიონის მოწყობა უკვე დასრულდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები მნიშვნელოვან ფაზაშია და მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს ახლო მომავალში შეეძლებათ სახლთან მდებარე რეკრეაციული სივრცით სარგებლობა.

2020 წლის დასააწყისიდან დღემდე კრწანისში 10 ახალი სკვერი მოეწყო. ბოლო წლების განმავლობაში, ჯამურად, კრწანისში 4 ჰექტრამდე ფართობის სივრცე კეთილმოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები