მტკვრის N4-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება

მთაწმინდაზე, მტკვრის ქ. N4-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები ახლით ჩანაცვლდება.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 030 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები