“იდეალური და შეცდომების გარეშე მარტო „ნაციონალური მოძრაობა იყო“, მათ რომ ჰკითხოთ. შეცდომებთან დაკავშირებით პირადად ჩემს მოსაზრებებს რაც შეეხება, ცხადია, მუშაობის დროს იყო შეცდომა, კონკრეტულად გამიჭირდება ამის ჩამოთვლა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა დაშვებული, კალაძე პასუხობს, რომ შეცდომა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყო.
„20 ივნისი იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არა. გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში მძიმეა და ცუდი. უნდა შევთანხმდეთ – ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვის ანდობს ქვეყანას”, – განაცხადა კალაძემ.