ამირან გამყრელიძე: სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
“სამწუხაროდ, 31 გარდაცვალებაა. სიკვდილიანობის პროცენტით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. ეს პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში რაოდენობა მოიმატებდა. შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე პროცენტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ყველაზე ცხელ წერტილად, ჯერჯერობით, კვლავ აჭარა რჩება.