ეუთო-ს მისია სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში  ესკალაციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

”თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო მოქმედებებით შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებენ.

”თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ, ვინაიდან მოლაპარაკების გზით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები