თამარ გაბუნია – “საკარანტინე მექანიზმი არის ჩვენთვის COVID19-სგან მთავარი დაცვა”
“საკარანტინე მექანიზმი არის ჩვენთვის COVID19-სგან მთავარი დაცვა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მექანიზმმა მოუტანა საქართველოს ეპიდემიის წარმატებულად მაკონტროლებლის სტატუსი.
„კარანტინის პირობების შეცვლა, ერთი მხრივ, შეიძლება, დაკავშირებული იყოს ეპიდემიურ რეკომენდაციებთან. აქ ვგულისხმობ ვირუსის გადამცემი მექანიზმს. ამასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციებია და ჩვენც ცოტახნის წინ 14-დან 12 დღემდე შევამცირეთ საკარანტინე პერიოდი. ასევე, ვიყენებთ კომბინაციაში კარანტინს და ტესტირების მექანიზმს 72 საათში ერთხელ ბიზნესვიზიტორებისთვის, ასევე მოქმედებს თვითიზოლაციის მექანიზმი“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად რისკის მაჩვენებლების გათვალისწინებით კოდიფერენცირებულთა დიფერენცირებული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. „იმ ჯგუფს ვისაც აქვს მაღალი რისკი, კვლავ მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხება. იმ ჯგუფებზე, ვისაც ნაკლები რისკი აქვთ, შეიძლება ვისაუბროთ კარანტინის, თვითიზოლაციისა და ასევე 72-საათიანი ტესტირების კომბინაციაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.