ეკატერინე ტიკარაძე: ექიმებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ

“იგეგმება დამატებითი რეგულაციების დაწესება იმ ექიმებისთვის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, რათა ექიმი სხვა პაციენტებისთვის ინფიცირების წყარო არ გახდეს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული.

„ჩვენ გვქონდა თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე ეს. გეთანხმებით, რომ კვლავაც არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, იქმნება ძალიან დიდი რისკი. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადებში მივიღებთ ამ რეგულაციებს, რათა იმ ექიმებს, რომლებიც „კოვიდიდან“ თავისუფალ პაციენტებს მკურნალობენ, არ შეექმნათ რისკი და პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები