“საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სიმართლე, რომელიც შეფასებულია და დაფასებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომელიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდშიც, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.