სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “მუხიანი”, სადაც კალიების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, სპეციალური ხსნარით დაამუშავა (ვიდეო)
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “მუხიანის აგარაკებზე”, სადაც კალიების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, სპეციალური ხსნარით დაამუშავა. ადგილზე იმყოფებოდა სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხიც. როგორც მან აღნიშნა, ეს კალიების ადგილობრივი სახეობაა.
„ჩვენ მოგვმართეს დღეს. ვიმყოფებით მუხიანის ტერიტორიაზე, სადაც კალიების გავრცელება შეინიშნებოდა. მონიტორინგის ჯგუფმა წინასწარ განსაზღვრა ის ადგილები, სადაც ღონისძიებების ჩატარება იყო აუცილებელი და გატარდა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რათა მომხდარიყო კერების ლიკვიდაცია და არ მომხდარიყო მავნებლის გადასვლა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ეს კალია ადგილობრივი სახეობაა, რომელიც ოდითგანვე გვხვდება საქართველოში და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ ღონისძიებებს ატარებს ამ მავნებლის წინააღმდეგ. ჩვენ 16 000 ჰექტრამდე უკვე დამუშავებული გვაქვს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.
მუხიანში აღნიშნული პრობლების შესახებ
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.