პრემიერი არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე: დღეის მდგომარეობით, ასეთი რისკი არ არსებობს, არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება
“საერთოდ, მივიჩნევ, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „პირველ არხთან” ინტერვიუში არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა, იქედან გამომდინარეობდეს, რომ კრიზისსა და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.
„არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით, ასეთი რისკი არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა.