„ვხატავთ კლასიკოსთა ნაწარმოებების ილუსტრაციებს“ – სულხან-საბა ორბელიანის პროტრეტი და იგავ-არაკები
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, პატარებს ონლაინსაგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს – „ვხატავთ კლასიკოსთა ნაწარმოებების
ილუსტრაციებს“.
მუზეუმის ინფორმაციით, პატარებმა უნდა წაიკითხონ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი, დაათვალიერონ მუზეუმში დაცული ლადო გუდიაშვილის შექმნილი ილუსტრაციები, გააფერადონ ამ ილუსტრაციების შავ-თეთრი ასლები და შექმნან ილუსტრაციების მათეული ვერსიები.
ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მესენჯერის მეშვეობით, მიაწერონ სახელი, გვარი და ასაკი.
ნახატები გამოიფინება ლიტერატურის მუზეუმის გვერდზე, ამავე გვერდზე უნდა გაიგზავნოს ნამუშევრები: ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum