თბილისის ბიბლიოთეკებსა და მედიათეკებს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი წიგნები გადაეცათ საჩუქრად

თბილისის ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების წიგნის თაროებს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი წიგნები შეემატა.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ინფორმაციით, სამივე დასახელების სამასამდე წიგნი საჩუქრად გადასცა მათი გამოცემის იდეის ავტორმა და გამომცემელმა – ვახტანგ ვეფხვაძემ.
კრებულები აერთიანებს სამი ავტორის შემოქმედების ნაწილს, ბიოგრაფიულ ცნობებს, პირად მიმოწერას, მოგონებებს, რეცენზიებსა და საგაზეთო სტატიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები