უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვმა 3,1 ათასს გადააჭარბა
უკრაინაში კორონავირუსით კიდევ 88 მედიკოსი დაინფიცირდა, ჯამურად, ვირუსი მედიცინის 3 114 ათასი პერსონალს აქვს დადასტურებული, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ დანარჩენ სტატისტიკას – გასულ დღე-ღამეში ვირუსის 375 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 22 ბავშვია, სულ უკრაინაში 16 023 დაავადებულია.
COVID-19-ს ქვეყანაში 425 პაციენტი ემსხვერპლა, 3373 კი გამოჯანმრთელდა.