ეკატერინე ტიკარაძე: ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობის გუნდის მხრიდან გატარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო

“ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებსა და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარდა სახელმწიფოსა და მთავრობის გუნდის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

“დღეისათვის 420 დაფიქსირებული შემთხვევა გვაქვს, 107 გამოჯანმრთელებულია, მხოლოდ 5 ადამიანია გარდაცვლილი. დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების რიცხვი, რაც არის ძალიან კარგი. ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა ორმოცს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა, ზოგადად, ამ ვირუსს ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი არის გადავლილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებსა და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი. მესმის, ყველა ძალიან გაღიზიანებულები ვართ და ეს არის ძალიან რთული, რომ გვიჭირს გადაადგილება და შეზღუდულია ტრანსპორტი, მაგრამ ყოველივე ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას სოციალური დისტანცირების უმკაცრესი ზომების დაცვისა, რის შედეგადაც დღესდღეობით ჩვენ არ გვყავს ორი ათასი და ხუთი ათასი პაციენტი, არამედ გვყავს მხოლოდ 305 პაციენტი სტაციონარში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები