მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, კვლავ მძიმეა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული და ის მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266 შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიკურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ, ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არცერთი კრიტიკული და მათთან დაიწყება გამოჯანმრთელება.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი ამ 14-დან, ძირითადად, როგორც ჩემთვის ცნობილია, რეგიონებია. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა, დანარჩენი არის რეგიონში. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთიც არის”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები