კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი თქვეს და ამით მთავრობას სხვა ადამიანების დახმარების საშუალება მისცეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი თქვეს.
კალაძის თქმით, ამით მათ მთავრობას სხვა ადამიანების დახმარების საშუალება მისცეს.
„მისასალმებელი ფაქტია, რომ ხალხმა მაინც გადაიხადა კომუნალურები. ძალიან მიხარია, თუ არსებობს ისეთი ოჯახები, არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ სჭირდება, მიიღოს ეს დახმარება. ამით ისინი ჩვენ მოგვცემენ საშუალებას, სხვა ადამიანებს დავეხმაროთ. ნამდვილად მისასალმებელია ეს და მინდა, ამ ნაბიჯისთვის თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.
სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org.