Financial Times: ლონდონში კორონავირუსით შესაძლოა, 600 ათასამდე ადამიანი იყოს ინფიცირებული
ლონდონში შესაძლოა, დაახლოებით, 600 ათასამდე ადამიანი იყოს ინფიცირებული COVID-19-ით მაშინ, როდესაც ბრიტანეთის დედაქალაქში ოფიციალურად მხოლოდ 9 291 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ Financial Times-ი ლონდონის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
მკვლევარებმა დათვალეს, რომ, 28 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის 1,2%-დან 5,4%-მდე უკვე შეიძლება ყოფილიყო ინფიცირებული. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა ინფიცირებულთა უმრავლესობას არ ითვალისწინებს, რადგან მათი დაავადება “უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან ჩატარდა ტესტირების შეზღუდული რაოდენობა”.
დაავადების საშუალო მაჩვენებლიდან, 2,7%-დან გამომდინარე, აღნიშნული შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ ლონდონის ყოველი მე-15 მცხოვრები, რომლის მოსახლეობა 8,9 მლნ ადამიანს შეადგენს, უკვე შეიძლება იყოს ინფიცირებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ტესტირებასთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა სულ უფრო მეტ კრიტიკას იწვევს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი ტესტის ჩატარება.
2 აპრილს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე ტესტირების რაოდენობის 10-ჯერ ზრდას იგეგმება – დღეში 100 ათასამდე.
მისი თქმით, საუბარია განსხვავებულ ტესტებზე: ერთი – ანტიგენების არსებობაზე, რაც მედიკოსებს შესაძლებლობას მისცემს, დაასკვნან, ტესტირების მომენტისთვის არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული, და მეორე – ანტისხეულებზე, იყო თუ არა ადამიანი ადრე ინფიცირებული და აქვს თუ არა მას ახალი კორონავირუსისთვის გამომუშავებული იმუნიტეტი.