Fitch-ი საბანკო რეიტინგების გაუარესებას პროგნოზირებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი საბანკო რეიტინგების შემცირებას ელის. მიზეზად კორონავირუსის პანდემია და ნავთობის ფასის შემცირება სახელდება. Fitch-ის პროგნოზით, ქართულ საბანკო სექტორთან ერთად, რეიტინგები გაუუარესდება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, მცირე გამონაკლისის გარდა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სარეიტინგო ცვლილებები, ნავთობის ფასის გარდა, დამოკიდებული იქნება, ფულადი გზავნილების მოცულობაზე, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე, ასევე ხელისუფლებების მიერ გატარებულ ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე.

სააგენტოს მონაცემებით, B კატეგორიის რეიტინგის მქონე ბანკებს, ფინანსური მდგომარეობის გაუფასურების შემთხვევაში აქვთ უფრო მეტი სტაბილურობა BB და BBB კატეგორიების ბანკებთან შედარებით.

როგორც ცნობილია, Fitch-ი რეგიონის 8 ქვეყნის 84 ბანკს ანიჭებს რეიტინგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები