ფარმაცევტული კომპანია “ბიომედიკა” რესპუბლიკურ საავადმყოფოს სახარჯ მასალას გადასცემს

ფარმაცევტული კომპანია “ბიომედიკა” რესპუბლიკურ საავადმყოფოს სახარჯ მასალას გადასცემს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ მაქსიმალური თანადგომა გამოუცხადოს ჯანდაცვის სფეროს და, შეძლებისდაგვარად, დაეხმაროს.

“დღევანდელ დღეს მსოფლიო და, მათ შორიც ჩვენი ქვეყანა, დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ მაქსიმალური თანადგომა გამოუცხადოს ჯანდაცვის სფეროს და, შეძლებისდაგვარად, დაეხმაროს ამ რთული პერიოდის დაძლევაში.

ფარმაცევტული კომპანია „ბიომედიკა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მხარდაჭერას უცხადებს აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა “რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ და საჩუქრად გადასცემს სახარჯ მასალას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. ჩვენი თითოეული  ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. კომპანია „ბიომედიკა“ გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები