თურქეთში კორონავირუსს უკვე 30 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 256–მდე გაიზარდა, ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფახრეთინ ქოჯამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 22 მარტის მდგომარეობით, ჯამურად, 20 345 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 1 256 დადებითია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით თითქმის 300 ათასი ადამიანია ინფიცირებული, 13 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა.