აშშ–ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე პირველი ცდა ჩატარდა(ვიდეო)

აშშ–ის ქალაქ სიეტლში, Kaiser Permanente Washington Research Institute–ის კვლევით ცენტრში, კორონავირუს COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე პირველი ცდა ჩატარდა.

Associated Press–ის ინფორმაციით, პრეპარატს მოხალისეთა პირველ 45–კაციან ჯგუფს შეუყვანენ.

ვაქცინის კოდური სახელწოდებაა mRNA-1273, ის ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და კომპანია Moderna Inc.–ის მიერ არის შემუშავებული.

ერთი თვის განმავლობაში მოხალისეები ვაქცინის ორ დოზას მიიღებენ. პირველი ნემსი 43 წლის ქალს გაუკეთდა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიაში ოპერაციულ მენეჯერად მუშაობს, ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.

ასევე, აპრილში აშშ–ში Inovio Pharmaceuticals–ის მიერ შემუშავებული ვაქცინის ცდები დაიწყება.

ცნობილია, რომ ვაქცინის საკუთარ ვერსიაზე ჩინეთშიც მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები