აშშ–ში კორონავირუსის 4287 დადასტურებული შემთხვევაა – ტრამპის ვარაუდით, პანდემია აგვისტომდე გაგრძელდება
აშშ–ში კორონავირუსის 4287 შემთხვევაა დადასტურებული, 74 ადამიანი გარდაიცვალა, 17 პაციენტი განიკურნა, – განაცხადეს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში.
ამასთან, აშშ–ის ლიდერის ვარაუდით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია ივლისი–აგვისტომდე გაგრძელდება.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მთავრობა ვირუსს აქტიურად შეებრძოლება.