ჰონგ კონგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ ცდებს იწყებენ
ჰონგკონგელი მეცნიერები კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, “რემდისივერის” (Remdesivir)კლინიკურ ცდებს იწყებენ
ამის შესახებ ჰონგ კონგის სამკურნალო დაწესებულებების სამმართველოს წარმომადგენელმა, ნგ ტინ–იანმა განაცხადა.
“ეთიკის სამედიცინო კომიტეტმა ქალაქის სახელმწიფო საავადმყოფოებში “რემდისივერის” კლინიკურ ცდებზე თანხმობა განაცხადა. კვლევისთვის მზადება დასრულებულია და ერთდროულად სამი საავადმყოფო დაიწყებს ცდებს”, – აღნიშნა ექიმმა.
საუბარია ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც, თავდაპირველად, ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიის Gilead Sciences–ის მიერ იქნა შემუშავებული ებოლას ციებცხელებასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლისთვის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის “კოვიდ–19″–თან ბრძოლისთვისაც იქნება ეფექტური.
აღნიშნული პრეპარატის კლინიკური ცდები ჩინეთში უკვე მიმდინარეობს, მოსალოდნელია, რომ მისი შედეგი უკვე აპრილის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.