ბელგრადში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.

Reuters-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე. პროტესტის დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

აღნიშნულ ქმედებებს წინ უძღოდა სტუდენტების ულტიმატუმი, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

ვუჩიჩი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სახელმწიფოს გადატრიალებას გეგმავდნენ.

„მათ სერბეთის გადატრიალება სურდათ და წარუმატებლობა განიცადეს“, – წერს ვუჩიჩი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები