აშშ-ში, აიდაჰოში, მეხანძრე-მაშველებს ჩასაფრება მოუწყვეს და ჩაცხრილეს.
მომხდარის შედეგად, ორი მეხანძრე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტყის ხანძრის შესახებ მიიღეს შეტყობინება და ადგილზე გავიდნენ, სადაც მათ ჩასაფრებული პირები ელოდებოდნენ.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხანძარი ეჭვმიტანილმა გააჩინა და მივიჩნევთ, რომ ეს ჩასაფრება იყო და განზრახ გაკეთდა. ამ მეხანძრეებს შანსი არ ჰქონდათ”, – განაცხადა შერიფმა.