თეა წულუკიანი: აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს ერთ ადგილზე გაჩერების ფუფუნება არ აქვს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა ანგარიში დეტალურად შესწავლილი და გაანალიზებულია.
„როგორც ყოველ წელს, სახელმწიფო დეპარტამენტის არა მხოლოდ ეს, არამედ ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის დეტალურად შესწავლილი ჩვენი მხრიდან და არის საინტერესო. ყველა ანგარიში, რომელიც ქვეყნდება, არის გაანალიზებული. ეს კონკრეტული ანგარიში კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, ერთ ადგილას გაჩერდეს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.