“ის უფრო მაფიქრებს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ერთმანეთი რომ არ დავხოცოთ”

“მაინც არ ვფიქრობ უიღბლობაზე და ის უფრო მაფიქრებს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ერთმანეთი რომ არ დავხოცოთ (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით) და როგორ გადავრჩეთ როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად, თორემ მოგზაურობას, გართობას და სხვა დანარჩენს, მერეც მოვასწრებთ”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ანანო ლებანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავარია სხვის მაგალითსაც შევხედოთ – ჩინეთი (როგორ მოვიქცეთ) და იტალია (როგორ არ უნდა მოვიქცეთ).

“მოდით უიღბლობაზე აღარ გვინდა. აღარც იმაზე მოგზაურობისთვის ჩალაგებული ბარგის ამოლაგება რომ მოგვიწია ან დაწყობილი გეგმები წყალმა წაიღო. გულწრფელად, კორონავირუსზე მეტად მგონი ის ხალხი მაშფოთებს, წუწუნით ჯერ კიდევ რომ აგრძელებენ თემას რა უბედურება დატრიალდა საზღვრები რომ “ჩაუკეტეს“ (ჩაუკეტეს და არა ჩაკეტეს, თორემ მაინც წავიდოდნენ) და ნანატრი დასვენება-გართობა გადაიდო. მოსაყოლ-საწუწუნო ამ ეპიდემიაზე ყველას ჩვენი გვაქვს. მეც მათ შორის, ჩინეთში ჩასულს ვირუსი ფეხდაფეხ რომ მომყვა, სამსახურეობრივი ცხოვრება თავდაყირა ამოატრიალა, ბოლო ერთი კვირის გატარება ჯერ იქ და მერე საქართველოში დაბრუნებულს თვითიზოლაციაში, სახლში გამოკეტილს რომ მომიწია, მალე აქაც რომ ჩამოაღწია და გაიდგა ფესვები, იძულებითი შვებულება კი, გაურკვეველი ვადით გადაიდო და აღარც კი ვიცი როდის დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს და ცხოვრებას… მაინც არ ვფიქრობ უიღბლობაზე და ის უფრო მაფიქრებს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ერთმანეთი რომ არ დავხოცოთ (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით) და როგორ გადავრჩეთ როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად, თორემ მოგზაურობას, გართობას და სხვა დანარჩენს, მერეც მოვასწრებთ.
არ თქვათ ახლა თუ გადავრჩებითო, გადავრჩებით, მთავარია სხვის მაგალითსაც შევხედოთ: თუნდაც ჩინეთი (როგორ მოვიქცეთ) და იტალია (როგორ არ უნდა მოვიქცეთ)”-წერს ანანო ლებანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები