ნათია თურნავა: კორონავირუსით გამოწვეული ზარალი ტურისტულ ინდუსტრიაში 30 მილიონს აჭარბებს
ეკომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო, საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა, თუმცა ეს არ არის ზუსტი რიცხვი.
თურნავას განმარტებით, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე, შესაბამისად, შეიცვლება და დაზუსტდება ციფრებიც ზარალის შესახებ.
„პირველი ორი თვის განმავლობაში, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვისა და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად, 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, რადგან ვუყურებთ როგორ განვითარდება მოვლენები, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან ტურისტების შემოსვლას ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა.