ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ყველა პრევენციულ ღონისძიებებს დროულად ვიწყებთ
“კორონავირუსთან დაკავშირებით, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ყველა პრევენციული ღონისძიებები დროულად იწყება.
“ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაა, საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები ვინაიდან, მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად მნიშვნელოვნად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია. ჩვენ ვაპირებთ, ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება პირადად იქნება ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იქნება გატარებული, მათშორის რაც შეეხება დასუფთავების საქმიანობებს, ვახორციელებთ მონიტორინგს და შესაბამისად ვიძლევით დამატებით რეკომენდაციებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.