ვახტანგ მაისაია: დოჰაში მოხდა ისტორიული მოვლენა, ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოსაც

ქალაქ დოჰაში მოხდა ისტორიული მოვლენა, აშშ-ს სამთავრობო წარმომადგენელმა და “თალიბანის” მოძრაობის დელეგაციამ, რომლის ხელმოწერასაც პაკისტანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და 30 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც რამდენიმე საყურადღებო ასპექტებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტოლოგის თქმითვე, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსაც უკავშირდება.

“ქალაქ დოჰაში მოხდა ისტორიული მოვლენა, აშშ-ს სამთავრობო წარმომადგენელმა და “თალიბანის” მოძრაობის დელეგაციამ, რომლის ხელმოწერასაც ესწრებოდნენ პაკისტანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და 30 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები, მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს, რამდენიმე საყურადღებო ასპექტებს (ხელშეკრულება ხელი მოაწერა აშშ-ს მთავრობის სპეცწარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ჰალიზადმა და “თალიბანის” მოძრაობის ლიდერმა აბდულ განი ბარადარმა):

1) აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირება 8600 სამხედრო მოსამსახურით (დღეს ავღანეთში განთავსებულია 14 ათასი სამხედრო და პლიუს 17 ათასი ნატოს კოალიციური ძალები, მათ შორის საქართველოს კონტიგენტი 900 სამხედრომდე). თუკი “თალიბანის” გარკვეული ხნის განმავლობაში ამ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებს სულ მცირე 5-14 თვის განმავლობაში, აშშ-ს ხელს შეუწყობს უკვე ნატოს კონტინგენტის გამოყვანასაც;

2) შიდავაღანური მოლაპარაკებების დაწყება ამა წლის 10 მარტიდან;
3) ყველა ტყვეების გაცვლა – 5 000 “თალიბანის” მომხრეების გათავისუფლება და 1000 ავღანეთის სამთავრობო წარმომადგენლების გათავისუფლებაც;
4) “თალიბანის” წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების მოხსნა და ფაქტიურად ამ მოძრაობის, როგორც დე-ფაქტოდ, ასევე დე-იურედ აღიარება და ეს მოხდება უკვე ამა წლის მაისში;
5) ერთობლივი კოორდინაცია საერთაშორისო ტერორისტული და არასახელმწიფოებრივი რელიგიური აქტორების წინააღმდეგ (დაეში და ალ-კაიდა),
პროცესი დაიწყო და ის ძალიან წააგავს 1972 წლის იანვარში ანალოგიური სახის ხელშეკრულების ხელმოწერას ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობას, ვიეტკონგის პარტიზანულ მოძრაობას და აშშ-ს მთავრობას შორის და ძალიან ახლოსაა იმ სცენარის განვითარებასთან რომლის მიხედვითაც 1975 წელს პოლიტიკური ლექსიკონიდან გაქრა სამხრეთ ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა. დაახლოებით იგივე შეიძლება მოხდეს ავღანეთში და ნაკლებად სათუოა რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტ აშრაფ განის მთავრობამ აშშ-ს მიერ ასეთი სერიოზული სამხედრო კონტინგენტის შემცირების და ფაქტიურად ავღანეთიდან გასვლის შემდეგ შეინარჩუნოს ხელისუფლება, რადგანაც “თალიბანი” უკვე გადაიქცა სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად და ის აკონტროლებს ქვეყნების სულ მცირე 45%, თუ უმეტეს ტერიტორიებს არა. ამ ხელშეკრულებით აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი იწყებს უკვე წინასაარჩევნო კამპანიას და ამით ცდილობს კიდევ უფრო გაამყაროს თავისი 49% მხარდაჭერის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა აღნიშნული ხელშეკრულება პირდაპირ უკავშირდება საქართველოსაც და მას

გააჩნია ორი ფაქტორი:

1) ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ბედი და მათი გამოყვანის შესახებ ასევე მოლაპარაკებების დაწყება, როგორც აშშ-თან, ასევე შესაძლებელია “თალიბანთანაც”, რადგანაც აშშ-ს მიერ გამოყვანილი კონტინგენტის ფონზე იზრდება “თალიბანის” ხელში ჩაგდების შესაძლებლობა და ასევე ჩვენი კონტინგენტის სტატუსის განსაზღვრაც;
2) აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლამ შესაძლოა გააძლიეროს ნარკოტრანზიტის მოცულობა, 2014 წლის ფაქტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული საქართველო გახდეს ასეთი “შავი ტრანზიტის” სამიზნეც და გაიზარდოს ავღანური ჰეროინის უკანონო ტრანზიტის მოცულობაც, რადგანაც ავღანეთის ერთიანი საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნის 40% მოდის სწორედ ოპიუმის წარმოებაზე და “თალიბანი” მის ექსპორტს, მათ შორის უკანონოს ხელს არ შეუშლის და პირიქით შეიძლება წაახალისოს, სამაგიეროდ შიდა მოხმარებაზე დააწესოს სასტიკი წესები, შარიათის სამართლის მიხედვით.
3) საერთაშორისო ტერორისტული ქსელის გააქტიურება (იგივე დაეში, რომელსაც სერიოზული დასაყრდენი გააჩნია ავღანეთში და “თალიბანის” წინააღმდეგობის მიუხედავად, საეჭვოა დაეშის გავლენა შემცირდეს, თუ არ გაიზრდება)
არ ვიცი რა პოზიცია გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ამას იმედია დრო გვიჩვენებს”, – წერს ვახტანგ მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები