ლეშეკ ბალცეროვიჩი: ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს

„საქართველოში რეგლამენტები სწორია რეგულაციები სწორია რაც მრავალი ინდიკატორით არის ნაჩვენები და აღნიშნული უნდა შენარჩუნდეს,” – ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცეპრემიერმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის – „საქართველო და მსოფლიო 2020″ ფარგლებში განაცხადა.

ღონისძიების პანელზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესების თემატიკას ეძღვნება, ბალცეროვიჩმა ასევე საქართველოში ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტიციების განაკვეთი ქვეყანაში მაღალია.

„ჩემი დაკვირვება, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის ინვესტიციების განაკვეთი რომელიც ძალიან მაღალია. 32%-იანი მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი და უმრავლესობა ეს გახლავთ კერძო ინვესტიციები, ეს უნდა შევინარჩუნოთ და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს დავეწიოთ, და ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს”, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები