სოლომონ პავლიაშვილი: ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, თვითმმართველობის ორგანოების მიერ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულების კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს.

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები გარემოს დაცვაზე პასუხიმგებლობას აიღებენ.

„მუნიციპალიტეტებში არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თვითმმართველობების ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე. მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები პასუხიმგებლობას აიღებენ გარემოს დაცვაზე“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მთავრობის დადგენილებით რეგულირებული, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებული პარკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა.

„თვითმმართველობის ორგანოებისა და თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, გარემოს დასაცავად განხორციელებული ქმედებები ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები