პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობა მისცა
“თიბისი ბანკის” საქმეზე ბრალდებულ ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობა მისცა.
ადვოკატის თქმით, ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.
ავთანდილ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ისრაელში წასვლის ნებართვა პროკურატურამ იანვრის თვეშიც დართო.
6 თებერვალს წერეთელი უკვე საქართველოში გახდა შეუძლოდ და ამის შემდეგ ბიზნესმენმა მკურნალობის უცხოეთში გაგრძელებისთვის პროკურატურისგან ნებართვა კიდევ ერთხელ ითხოვა.
ცნობისთვის, “თიბისი ბანკის” საქმეზე ავთანდილ წერეთელს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებას ედავებიან.