უკრაინა ყირიმს წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწვდის

უკრაინის უმაღლესი რადას პროფილური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყირიმის ნახევარკუნძულს წყლით მომარაგება დეოკუპაციამდე არ აღუდგება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ, დაწერა.

კომიტეტის წარმომადგენლებმა მკაფიო პოზიცია გამოთქვეს ყირიმისთვის წყლის მიწოდების საკითხის განხილვის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

2014 წელს რუსეთის მიერ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნახევარკუნძულს წყალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რადგან უკრაინამ მიწოდება ჩრიდლოეთ- ყირიმის არხით შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები